• 02-02-2024
    მორიგი აღიარება! - ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    მორიგი აღიარება! - ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში “ანჟეს” კარი აიღო.

    Ligue 2 BKT-ს გვერდმა 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გუნდში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კუთვნილი ადგილი სწორედ ზურიკო დავითაშვილმა მოიპოვა.

    ცნობისთვის, ზურიკომ ყველა ტურნირხე ერთად მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები