• 02-02-2024
    ბრაიან სარაგოსა “ბაიერნში” ითამაშებს
    ბრაიან სარაგოსა “ბაიერნში” ითამაშებს

    22 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ბრაიან სარაგოსა კარიერას მიუხნენის “ბაიერნში” გააგრძელებს. ინფორმაციას გერმანული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა მოთამაშემ მიუნხენურ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    22 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში 17-ნომრიან მაისურს მოირგებს.

    საგულისხმოა, რომ სარაგოსა ლა ლიგის საუკეთესო დრიბლიორი გახლავთ (118).

    ცნობისთვის, სარაგოსამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები