• 02-02-2024
    ანდეი სანტოსი “სტრასბურში” ითამაშებს
    ანდეი სანტოსი “სტრასბურში” ითამაშებს

    19 წლის ბრაზილიელი ტალანტი, ანდრეი სანტოსი კარიერას “სტრასბურში” გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანტოსი “სტრასბურში” 6 თვიანი იჯარით ითამაშებს.

    საგულისხმოა, რომ სანტოსი სეზონის პირველ ნახევარში ასევე იჯარის წესუთ “ნოტინგემ ფორესტში” ასპარეზობდა.

    ცნობისთვის, “ჩელსიმ” ანდრეი სანტოსი “ვასკო და გამადან” შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგააზრდა ფეხბურთელმა უკვე მეორე გუნდი გამოიცვალა იჯარით, ის სწორედ “არისტოკრატების” საკუთრება გახლავთ.

    Facebook კომენტარები