• 02-02-2024
    ცნობილია - საქართველოს სავარაუდო მეტოქეები 2024/25 წლების ერთა ლიგაზე
    ცნობილია - საქართველოს სავარაუდო მეტოქეები 2024/25 წლების ერთა ლიგაზე

    როგორც მოგეხსენებათ, 26 მარტს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. 

    ამ პლეი-ოფებით ერთა ლიგის 2022/23 წლის გათამაშება სრულდება. 

    2024/25 წლების ერთა ლიგის წილისყრა 8 თებერვალს პარიზშია ჩანიშნული. 

    ამ ტურნირზე საქართველოს  ნაკრები ერთი ლიგით მაღლა B ლიგაში იასპარეზებს რადგან გასულ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა C ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 

    საქართველოს სავარაუდო მეტოქეები 3 კალათში არიან განთავსებული, მათი ვინაობა კი ცნობილია: 

    I კალათი: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი.

    II კალათი: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია.

    III კალათი: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო.

    IV კალათი: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ერთა ლიგაზე ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის დამატებითი შანსისთვის იბრძვიან.

    Facebook კომენტარები