• 02-02-2024
    რობერტ ლევანდოვსკი: “2023 წელს მენტალური და ფიზიკური სისუსტე ვიგრძენი”
    რობერტ ლევანდოვსკი: “2023 წელს მენტალური და ფიზიკური სისუსტე ვიგრძენი”

    როგორც მოგეხსენებათ, 35 წლის პოლონელ ფეხბურთელს, რობერტ ლევანდოვსკის არცისე კარგი პერიოდი უდგას.

    2023 წელი პოლონელი გოლეადორისთვის საკმაოდ უშედეგო გამოდგა.

    რობერტმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “2023 წელს იყო მომენტი, როცა ვიგრძენი არა მხოლოდ მენტალურად, არამედ ფიზიკურადაც დასუსტება. ყველა ცუდი და ნეგატიური რაღაცეები თითქოს ერთ წამში გაერთიანდა. ყველაფერი უეცრად დაგროვდა”. - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

    ცნობისთვის, რობერტმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები