• 02-02-2024
    "თავი სიზმარში მგონია" - კობი მაინო "მანჩესტერის" გმირია
    "თავი სიზმარში მგონია" - კობი მაინო "მანჩესტერის" გმირია

    18 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა, კობი მაინომ "ვულვერჰემპტონს" გუშინ მე-7 დამატებულ წუთზე გაუტანა და "მანჩესტერ იუნაიტედს" 7-გოლიანი თრილერი მოაგებინა.

    90-ე წუთისთვის "წითელი ეშმაკები" 3:1-ს იგებდნენ, თუმცა მაქს კილმანისა და პედრო ნეტოს გოლებით ანგარიში გათანაბრდა. თითქოს, "ემიუს" უკვე იმაზე უნდა ეზრუნა, რომ მეტი გოლი არ გაეშვა, მაგრამ აკადემიის აღზრდილი ტალანტის შთამბეჭდავმა თამაშმა 3 ქულა მაინც ერიკ ტენ ჰაგის გუნდს არგუნა.

    გიჟური მატჩის შემდეგ მანიო TNT Sports-ს გაესაუბრა.

    "ეს ახდენილი ოცნებაა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოვრკვეულვარ და ისევ მგონია, რომ სიზმარში ვარ. ცოტა უნდა მადროვოთ.

    პრემიერ ლიგაში ჩემი მშობლიური გუნდისთვის თამაში გასაოცარი რამაა. ახლა მთავარია, რომ ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგოთ და მომენტუმი დავიჭიროთ," - თქვა კობიმ.

    ინგლისელი ფეხბურთელი "ემიუს" ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. მან უკვე 12 მატჩში ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა.

    "წითელ ეშმაკებს" 35 ქულა აქვთ და პრემიერ ლიგის ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩებიან. 4 თებერვალს ისინი "ვესტ ჰემს" უმასპინძლებენ.

    Facebook კომენტარები