• 02-02-2024
    მილანელმა ტურებმა კვარას შესახებ ასეთი ტყუილი იკადრეს - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი
    მილანელმა ტურებმა კვარას შესახებ ასეთი ტყუილი იკადრეს - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი

    ნეაპოლელმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ "ნაპოლის" ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. 

    ბოლო პერიოდში, გავრცელდა ცნობა თითქოსდა, "პარტენოპეი" კვარას ხელფასისი სახით 3-4 მილიონ ევროს აძლევდა, ფეხბურთელის მხარე კი 7 მილიონს ითხოვდა. 

    სწორედ ამ ცნობასთან დაკავშირებით, წერს კარლო, რომ ეს ყოველივე სიცრუეა და მილანელების აგორებული ჭორია: 

    "ტურები პროვოკირებენ, რათა კიდევ უფრო გაიყოს „ნაპოლის“ გულშემატკივრები. როცა საქმე კარგად არ მიდის, მილანიდან მათ აჟიოტაჟი უნდათ" 

    "საერთოდ არ არის სიმართლე, რომ კვარა 7-8 მილიონი ევროს ხელფასს ითხოვს. მხარეებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და შეთანხმებული არიან, რომ ისაუბრებენ. კონტრაქტი განახლდება, მაგრამ ტურები დესტაბილიზაციაზე უკვე მუშაობენ", - განაცხადა ჟურნალისტმა.

    Facebook კომენტარები