• 02-02-2024
    "საქართველოში ბომბდამშენს აწარმოებენ...", - როგორ ეხმაურებიან "კარლსრუეს" ფანები ზივზივაძის საოცარ თამაშს
    "საქართველოში ბომბდამშენს აწარმოებენ...", - როგორ ეხმაურებიან "კარლსრუეს" ფანები ზივზივაძის საოცარ თამაშს

    "კარლსრუეს" ქართველმა, ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის მე-20 ტურში მორიგი გოლი გაიტანა.

    მიმდინარე სეზონში ბუდუსთვის ეს უკვე მე-7 გოლია. 

    ქართველის ჩინებული ფორმით გერმანელი გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან.

    სოციალურ ქსელში "კარლსრუეს" ქომაგები ბუდუს კარგ თამაშს ეხმაურებიან:

    "მეფე ბუდუ, ის აქამდე უნდა გვეთამაშებინა"

    "საქართველოში ბომბდამშენს აწარმოებენ, უბრალოდ საოცარია"

    "ზივზი, ჩვემი გმირი"

    "არწივი რომელმაც მწვრთნელის მიერ აშენებული გალია გაგლიჯა და გაფრინდა"

    "გადაეცით მას ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება, ბუდუ სასწაულებს სჩადის"

    "ბუდუმ მეტოქეები მიზანში ამოიღო და ტყვიების დაშენა დაიწყო"


    Facebook კომენტარები