• 02-02-2024
    Athletic: არაუხო "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს იყო
    Athletic: არაუხო "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს იყო

    მიუნხენის "ბაიერნი" რონალდ არაუხოს 80 მილიონ ევროდ შეძენასთან ძალიან ახლოს იყო, - იუწყება ბრიტანული The Athletic.

    წყაროს თანახმად, ტრანსფერი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა. ჩავი ერნანდესი თანამდებობის დატოვებით დაიმუქრა, თუ კლუბი ურუგვაელ მცველს გაყიდიდა.

    თავად რონალდი კარიერის "რეკორდმაისტერში" გაგრძელების წინააღმდეგი არ გახლდათ.

    აღნიშნული მოვლენები გასული იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვითარდებოდა.

    უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავარიული გრანდი 24 წლის უკანახაზელს ზაფხულში აუცილებლად მიუბრუნდება. ბოლო ცნობები კი გვაფიქრებინებს, რომ "ბაიერნს" შანსი აუცილებლად ექნება.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში რონალდმა 1 გოლი შეაგდო.

    Facebook კომენტარები