• 03-02-2024
    "მაღალი ხელფასი თუ უნდა, კარგად უნდა ითამაშოს" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება ხვიჩაზე
    "მაღალი ხელფასი თუ უნდა, კარგად უნდა ითამაშოს" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება ხვიჩაზე
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის შესახებ საუბრები დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს.

    ქართველი ვინგერი "პარტენოპეიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ბუნებრივია, იგი იმაზე მეტ ხელფასს იმსახურებს, რაც მას ახლა აქვს.

    ამ საკითხზე კომენტარი ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ გააკეთა.

    "ხვიჩას მაღალი ხელფასი თუ უნდა, კარგად უნდა ითამაშოს.

    "თუ ამის ამბიცია მას გააჩნია, მაშინ ისე არ უნდა იასპარეზოს, როგორც გასულ კვირებში", - თქვა ფრანჩესკომ.

    Facebook კომენტარები