• 03-02-2024
    ცვლილება შემადგენლობაში? - რას გეგმავს მაძარი "ვერონას" წინააღმდეგ
    ცვლილება შემადგენლობაში? - რას გეგმავს მაძარი "ვერონას" წინააღმდეგ

    როგორც იცით, სერია ა-ს 22-ე ტურში "ნაპოლი" "ვერონას" დაუპირისპირდება.

    აღნიშნული შეხვედრის წინ გამოცემა "Gazzetta dello Sport"-საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ამ თამაშში ძველ სქემას, 4-3-3-ს უბრუნდება.

    როგორც ირკვევა, ვალტერ მაძარის არ მოეწონა ის ცვლილებები, რაც მან გასულ შეხვედრებში გამოსცადა და ჩვეულ ფორმაციაზე დაბრუნება სურს.

    ბუნებრივია, ამ სქემაში ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მარცხენა ვინგერად მოგვევლინება.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 4 თებერვალს, ჩვენი დროით 18:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები