• 03-02-2024
    "2 ქულა დავკარგეთ" - პოსტეკოგლუ "ევერტონთან" ფრემ დაამწუხრა
    "2 ქულა დავკარგეთ" - პოსტეკოგლუ "ევერტონთან" ფრემ დაამწუხრა
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემი" რიჩარლისონის გოლებით "გუდისონ პარკზე" ორჯერ იგებდა, თუმცა "ევერტონმა" 3 ქულა მეტოქეს მაინც არ გაატანა. ჯერ ჯეკ ჰარისონმა შეაგდო, კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე კი ჯაროდ ბრეითუეიტმა გაათანაბრა ანგარიში - 2:2.

    "დეზებმა" ორივე გოლი სტანდარტული სიტუაციის შემდეგ გაუშვეს. ამ პრობლემაზე ენჟ პოსტეკოგლუმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

    "იმედგაცრუებული ვარ. განსაკუთრებით გოლის ბოლო წუთზე გაშვების გამო. გვქონდა შანსი, რომ ინტრიგა იქამდე მოგვეკლა, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ, მათ კი ბოლოს გაგვიტანეს.

    ისინი ხიფათს ერთადერთი გზით ქმნიდნენ - მთელი მატჩის განმავლობაში გვიწევდა, რომ ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებები გაგვენეიტრალებინა. პიკფორდმა 2-3 კარგი სეივი მიითვალა. შანსები მოგვეცა, მაგრამ მე-3 გოლი მაინც ვერ შევაგდეთ.

    1 ქულა ავიღეთ თუ 2 დავიკარგეთ? რა თქმა უნდა, ისე ვგრძნობთ თავს, რომ 2 ქულა დავკარგეთ. "ევერტონის" სათამაშო სტილი ყველა მეტოქეს ურთულებს საქმეს. ვფიქრობ, შეხვედრის დიდ ნაწილში საქმეს  თავს კარგად ვართმევდით. მე-3 გოლი სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა, რადგან ბოლო 10 წუთში მათგან გოლის მიღება თითქმის გარდაუვალი იყო," - თქვა ავსტრალიელმა.

    "ტოტენჰემს" 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა, 19-ქულიანი "ევერტონი" კი მე-18 ადგილზე იმყოფება. აქვე შეგახსენებთ, რომ "კანფეტებს" ფინანსური მაქინაციების გამო 10 ქულა აქვთ დაკლებული.

    Facebook კომენტარები