• 03-02-2024
    რა გავლენა ექნება ჩავის წასვლას ფელიქსის მომავალზე
    რა გავლენა ექნება ჩავის წასვლას ფელიქსის მომავალზე
    Author of the article
    Aa

    ჩავი ერნანდესი სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს, რასაც გავლენა არა მხოლოდ მთლიანად გუნდზე, არამედ კონკრეტული ფეხბურთელების მომავალზეც აუცილებლად ექნება.

    მაგალითად, ჟურნალისტ ფერან კორეასს თუ დავუჯერებთ, "მაესტროს" გადაწყვეტილება "ბლაუგრანაში" ჟოაუ ფელიქსის დარჩენის შანსს ზრდის.

    "ჩავის წასვლა ჟოაუ ფელიქსს დაეხმარება. ლაპორტას, დეკუსა და მენდეშს სურთ, რომ მან კარიერა "ბარსაში" გააგრძელოს," - წერს კორეასი.

    შეგახსენებთ, რომ 24 წლის პორტუგალიელი თავიდანვე განიხილებოდა იმ ფეხბურთელად, რომელსაც ჩავი თავის პროექტში ვერ ხედავდა, თუმცა ჟოან ლაპორტას მოწადინებამ იგი მაინც "ბარსელონამდე" მიიყვანა.

    მცირეა იმის შანსი, კატალონიელებმა მომდევნო ზაფხულს მადრიდის "ატლეტიკოს" მიერ ფელიქსზე დაწესებული თანხის გადახდა მოახერხონ. სავარაუდოდ, მას "ბარსელონაში" კიდევ 1 წლით გაანათხოვრებენ.

    ცნობისთვის, ჟოაუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 ასისტია.

    Facebook კომენტარები