• 03-02-2024
    "ამით უნდა ვისარგებლოთ" - ლევანდოვსკი გოლმა გაახარა
    "ამით უნდა ვისარგებლოთ" - ლევანდოვსკი გოლმა გაახარა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" პოლონელმა გოლეადორმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ლა ლიგაში თითქმის ორთვიანი უგოლო სერია დაასრულა. 35 წლის ცენტრფორვარდმა "ალავესის" კარი აიღო, რითაც მიმდინარე სეზონში თავისი გოლების მაჩვენებელი 14-მდე აიყვანა (ყველა ტურნირზე).

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცხრიანმა შეხვედრის დასრულების მერე მცირე კომენტარიც გააკეთა.

    "ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ. გიუნდოგანისგან შესანიშნავი პასი მივიღე, სივრცე დავინახე და კარგად დავარტყი.

    თამაშს ვაკონტროლებდით როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

    სეზონის დასრულებამდე 3-4 თვეა დარჩენილი. ახლა წინ 2 ისეთი კვირაა, სადაც მხოლოდ 1 მატჩი გვექნება სათამაშო. ამით უნდა ვისარგებლოთ," - თქვა ლევანდოვსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ ჩავის გუნდმა "ალავესს" ანგარიშით 3:1 მოუგო.

    Facebook კომენტარები