• 04-02-2024
    მესამე ქართველი “შახტარში”! - ლუკა ლაცაბიძე უკრაინულ გუნდში ჩაირიცხა
    მესამე ქართველი “შახტარში”! - ლუკა ლაცაბიძე უკრაინულ გუნდში ჩაირიცხა

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე თითქმის 1 თვის განმავლობაში დონეცკის “შახტარის” სინჯებზე იმყოფებოდა.

    Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკამ უკრაინულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    დონეცკის “შახტარმა” 19 წლის ფეხბურთელში თბილისის “დინამოს” 700 000 ევრო გადაუხადა.

    საგულისხმოა, რომ მწვრთნელებს სინჯებზე ლაცაბიძის თამაში ძალიან მოეწონათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს 19 წლის ფეხბურთელის დამატება.

    ცნობისთვის, ლუკა ლაცაბიძეს შახტარშუ კიდევ ორ ქართველ მოთამაშესთან, ირაკლი აზაროვთან და გიორგი გოჩოლეიშვილთამ ერთად თამაში მოუწევს.

    Facebook კომენტარები