• 04-02-2024
    ოფიციალურად: მარუან ფელაინიმ კარიერა დაასრულა
    ოფიციალურად: მარუან ფელაინიმ კარიერა დაასრულა

    36 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა, მარუან ფელაინიმ კარიერა დაასრულა. ინფორმაციას თავად მოთამაშე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ფელაინიმ კარიერის უკანასკნელი სეზონი ჩინურ “შანდონგ ტაიშანში” გაატარა, სადაც 26 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    საგულისხმოა, რომ ფელაინის კარიერის მანძილზე ასევე “სატნდარტ ლიეჟში”, “ევერტონსა” და “მანჩესტერ იუნიატედში” უთამაშია.

    ცნობისთვის, ფელაინის კარიერის მანძილზე 1 პრემიერ ლიგა, 1 ინგლისის ლიგის თასი, 1 FA თასი, 1 ინგლისის სუპერთასი, 2 ბელგიის თასი, 1 ჩინეთის ჩემპიონატი და 2 ჩინეთის თასი მოუგია.

    ცნობისთვის, მარუანმა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 87 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები