• 04-02-2024
    "მხეცმა გალია დაგლიჯა..." - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ფანები კვარას ბრწყინვალე თამაშს
    "მხეცმა გალია დაგლიჯა..." - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ფანები კვარას ბრწყინვალე თამაშს

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას გადამწყვეტი გოლით ჰელას "ვერონა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

    ქართველი მთელი მატჩის განმივლობაში აქტიურობდა და მეტოქის კარს რამდენჯერმა დაემუქრა, ულამაზესი გოლის გატანა კი თამაშის მიწურულს, 87-ე წუთზე შეძლო.

    "პარტენოპეის" ქომაგები კვარას ბრწყინვალე თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

    "ეს ბიჭი მარტო მიგვათრევს, მიეცით 20 მილიონი ხელფასი"

    "მხეცმა გალია დაგლიჯა, ხვიჩა სასწაული ხარ"

    "ისევ კვარადონა, მადლობა საქართველო"

    "ოდესმე კვარას ნეაპოლში ძეგლს აუცილებლად დავუდგამთ, პირობას ვდებ"

    "ის ნამდვილი მხეცია, ეს როგორ გააკეთა?"

    "გთხოვ კვარა 1 წელიც დარჩი"

    Facebook კომენტარები