• 05-02-2024
    ვალტერ მაძარიმ ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსი შეაფასა
    ვალტერ მაძარიმ ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსი შეაფასა

    რკგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს 23-ე ტურის შეხვედრაში შინ “ვერონა” მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

    აღნიშნულ შეხვედრაში “პარტენოპეის” 22 წლოს გარემარბა, ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

    ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ მატჩის შემდეგ ხვიჩაზე ისაუბრა:

    “კვარა? ის ნამდვილი ჩემპიონია. მას ენით აღუწერელი კლასი აქვს. წელს გაცილებით მეტს იბრძვის და უფრო მეტს გადაადგილდება, რადგან მუდამ მის შეჩერებას ცდილობენ. ამ მიზეზის გამო ხშირად ცენტრში უწევს თამაში და ეს ჩინებულად გამოსდის”. - განაცხადა მაძარიმ.

    ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მე-6 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები