• 05-02-2024
    "ჩვენზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა..." - ჰოილუნდმა მასზე და გარნაჩოზე ისაუბრა
    "ჩვენზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა..." - ჰოილუნდმა მასზე და გარნაჩოზე ისაუბრა

    პრემიერ ლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემი"ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 

    ანგარიში რასმუს ჰოილუნდმა გახსნა, შემდეგ კი ალეხანდრო გარნაჩომ თავი დუბლით გამოიჩინა. 

    მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ინტერვიუ ერთად გამოართვეს, სადაც დანიელმა მათ დუეტზე ისაუბრა: 

    "ერთი თვის წინ ჩემზე და გარნაზე ბევრს საუბრობდნენ, რომ ფორმაში არ ვიყავით და გოლებს ვერ ვიტანდით,, თუმცა დღეს სხვანაირად მოხდა" 

    "ჩვენ ჯერ ახალგაზრდები ვართ და დღითიდღე ვიზრდებით. ჩვენს შორის შეთამაშება ყველასათვის ნათელია", - თქვა ჰოილუნდმა.

    Facebook კომენტარები