• 05-02-2024
    როდის შეძლებს ტერ შტეგენი თამაშს - ახალი ცნობები
    როდის შეძლებს ტერ შტეგენი თამაშს - ახალი ცნობები
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ტრავმირებულია.

    გერმანელ კარის დარაჯთან დაკავშირებით ახალ ცნობებს ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს.

    მისი ინფორმაციით, 31 წლის კიპერი აქტიურად ვარჯიშობს და პრაქტიკულად უკვე მზადყოფნაშია.

    როგორც ირკვევა, მარკი "ბლაუგრანას" მომდევნო მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

    ცნობისთვის, "ბარსას" შემდეგი თამაში 11 თებერვალს, "გრანადას" წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები