• 05-02-2024
    ჩავის კარი ცხვირწინ მიუხურეს - უსიამოვნო შემთხვევა
    ჩავის კარი ცხვირწინ მიუხურეს - უსიამოვნო შემთხვევა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონასა" და მსაჯებს შორის არსებული დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევს. "ალავესთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ მომხდარმა შემთხვევამ ცეცხლს ნავთი დაასხა.

    აღნიშნულის შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ჟოან პოკი წერს.

    "ალავესისა" და "ბარსას" მატჩში "ალავესის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსიამ მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილების ახსნა მოითხოვა და არბიტრმა მარტინეს მუნუერამ მას თხოვნა მშვიდად დაუკმაყოფილა. 

    როცა შეხვედრა დასრულდა, ჩავიმ მუნუერას ვიტორ როკეს წითელ ბარათზე ჰკითხა. გარდა იმისა, რომ მსაჯმა პასუხი არ გასცა, მას გასახდელის კარიც ცხვირწინ მოუხურა.

    "ბარსელონა" უკვე დაზარალდა რეფერის საკამათო გადაწყვეტილებით "ხეტაფეს", "გრანადასა", "რაიო ვალეკანოსა" და მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. სადავო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული "რეალისა" და "ალმერიას შეხვედრაშიც," - ვკითხულობთ სტატიაში.

    როგორც ჩანს, "ბარსას" მთავარი მწვრთნელის მოწოდებები ცუდი მსაჯობის შესახებ მსაჯებთან ურთიერთობას აუარესებს, რისი მაგალითიც მუნუერას ქმედება გამოდგა.

    Facebook კომენტარები