05-02-2024
როგორ გამოიყენეს "ბარსელონა" - დეტალები
Author of the article
ლუკას ბერგვალმა და მისმა გარემოცვამ "ბარსელონა" გამოიყენა, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.
შვედი ტალანტის წარმომადგენლები ლონდონის "ტოტენჰემზე" ზრდიდნენ წნეხს, რათა მათგან უფრო სარფიანი შეთავაზება გამოეძალათ.
როგორც ირკვევა, ბერგალის მხარე "დეზებთან" საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მათ 18 წლის ნახევარმცველისთვის უფრო მაღალი ხელფასი და აგენტის წილის გაზრდა სურდათ.
მაშინვე, როცა დეკუმ ამის შესახებ შეიტყო, "დიუგორდენისთვისა" და ბერგვალისთვის წინადადებების გაუმჯობესებაზე საუბარიც კი შეწყდა.
"ბარსელონასთვის" უარის თქმა მარტივი არ ყოფილა. დიდი დრო დამჭირდა გადასაწყვეტად. ეს რთული არჩევანი იყო," - ეს ლუკასის სიტყვებია.
ტეგები:
Facebook კომენტარები