• 06-02-2024
    ცნობილია, როდის დაბრუნდება ვინისიუსი
    ცნობილია, როდის დაბრუნდება ვინისიუსი
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის წინა გახურებისას მადრიდის "რეალის" 7-იანი ვინისიუს ჯუნიორი დაშავდა და თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. 

    ესპანურ მედიაში ბრაზილიელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება. 

    პრესის ცნობით, ვინის სერიოზული დაზიანება არ აქვს, ის "ჟირონასთან" მატჩისთვის მზად იქნება. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსსა" და კატალონიელებს შორის მატჩი 10 თებერვალსაა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები