• 06-02-2024
    ვის ჩააბარებენ "ბარსელონას" - კონტურები უკვე გამოიკვეთა
    ვის ჩააბარებენ "ბარსელონას" - კონტურები უკვე გამოიკვეთა
    Author of the article
    Aa

    ესპანური SPORT "ბარსელონასა" და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნის პროცესზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის.

    წყაროს თანახმად, კლუბში გადაწყვიტეს, რომ გუნდი უმაღლესი დონის სპეციალისტს ჩააბარონ, რომელსაც დიდი გამოცდილება ექნება, ხოლო თუ ასეთის დათანხმებას ვერ მოახერხებენ, "ბლაუგრანას" თავკაცობა "ბარსა ატლეტიკის" მესაჭეს, რაფა მარკესს არგუნონ.

    ჟოან ლაპორტას საოცნებო კანდიდატად იურგენ კლოპი მიიჩნევა. გერმანელ სპეციალისტს კლუბის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია 2 წლის წინაც ჰქონდა, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ მოხერხდა.

    სეზონის დასრულების მერე კლოპო "ლივერპულს" დატოვებს, რაც "ბარსას" მისი ხელში ჩაგდების შანსს უზრდის, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ იურგენი "ენფილდიდან" 1 წლით დასვენების სურვილით მიდის. ძნელი სათქმელია, რამდენად მოახერხებს ლაპორტა მის გადარწმუნებას.

    SPORT გამორიცხავს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატების ხილვას, როგორებიც ტიაგო მოტა (ბოლონია) და მიჩელი (ჟირონა) არიან.

    როგორც ჩანს, "ბარსა" აქცენტს გამოცდილებაზე გააკეთებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინცდამაინც გამოუცდელთან მოუწევს თანამშრომლობა, რაფა მარკესს არ გასცდება.

    შეგახსენებთ, რომ ჩავიმ "ბლაუგრანას" სეზონის ბოლოს დატოვების გადაწყვეტილება ათიოდე დღის წინ გამოაცხადა.

    Facebook კომენტარები