• 06-02-2024
    4 მიზეზი, რატომაც კრისტენსენი საყრდენად ათამაშეს
    4 მიზეზი, რატომაც კრისტენსენი საყრდენად ათამაშეს

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" დანიელი უკანახაზელი, ანდრეას კრისტენსენი "ალავესთან" მატჩში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მოისინჯა. 27 წლის ფეხბურთელმა დაკისრებულ ამოცანას თავი საკმაოდ კარგად გაართვა და მოსალოდნელია, რომ ექსპერიმენტი მომდევნო შეხვედრებშიც გაგრძელდება.

    ხოლო იქამდე, სანამ ანდრეასს საყრდენად კიდევ ვიხილავდეთ, Mundo Deportivo-მ შემოგვთავაზა 4 მიზეზი, რატომაც ჩავიმ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:

    1. კლუბმა სერხიო ბუსკეტსის ჩანაცვლება ვერ მოახერხა.

    2. პაუ კუბარსის ძირითად გუნდში დაწინაურება და ინიგო მარტინესის ტრავმიდან დაბრუნება კრისტენსენის დაცვის ცენტრში თამაშის საჭიროებას ამცირებს.

    3. როცა საყრდენის პოზიციაზე დანიელი თამაშობს, ილქაი გიუნდოგანსა და პედრის შეტევაში მეტი თავისუფლება ეძლევათ.

    4. "ნაპოლისთან" მატჩის წინ სამწვრთნელო შტაბს სურდა კრისტენსენი ისეთ პოზიციაზე გამოეცადა, რომელიც გუნდს მეტ დაცვით სტაბილურობას მოუტანდა.

    შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" წინააღმდეგ კატალონიელები 21 თებერვალს ითამაშებენ. იქამდე გუნდი ლა ლიგაში 2 მატჩს ჩაატარებს, სადაც კრისტენსენს კვლავ შუა ხაზში უნდა ველოდოთ.

    Facebook კომენტარები