• 06-02-2024
    ლაპორტა და დეკუ "ბარსას" ახალ მწვრთნელზე ვერ თანხმდებიან
    ლაპორტა და დეკუ "ბარსას" ახალ მწვრთნელზე ვერ თანხმდებიან

    ჟოან ლაპორტასა და დეკუს "ბარსელონას" მომდევნო მთავარ მწვრთნელზე განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, - იუწყება Diario AS.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" პრეზიდენტის არჩევანის გაკეთება გამოცდილ, მაღალი დონის სპეციალისტზე სურს და ასეთად ჰანსი ფლიკი ესახება, დეკუს კი კანდიდატურა უფრო დაბალი ეშელონიდან ჰყავს, სერჟინიო კონსეისაუს სახით. 

    "პორტუს" ამჟამინდელი მესაჭე დეკუს თანამემამულეა, რაც სპორტული დირექტორის პოზიციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

    წყაროს თანახმად, ლაპორტას ოცნება გუნდში პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა, თუმცა ეს გამორიცხულია. ასევე გამორიცხულია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" იურგენ კლოპის მიერ ჩაბარებაც.

    Diario AS აღნიშნავს, რომ მიკელ არტეტას (არსენალი), მიჩელსა (ჟირონა) და იმანუელ ალგუასილის (რეალ სოსიედადი) გადაბირება უფრო და უფრო საეჭვო ხდება, რაფა მარკესი (ბარსელონა B) და ტიაგო მოტა (ბოლონია) კი ახლა საერთოდ არ განიხილებიან.

    შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესი "ბლაუგრანას" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ მან 27 იანვარს გამოაცხადა.

    Facebook კომენტარები