• 06-02-2024
    მარტინესი: "როცა ლევანდოვსკი ბურთს საჯარიმოში ვერ იღებს, ბრაზდება"
    მარტინესი: "როცა ლევანდოვსკი ბურთს საჯარიმოში ვერ იღებს, ბრაზდება"
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი მარტინესმა ჟერარ რომეროსთან ინტერვიუში "ბარსელონას" პოლონელი ცენტრფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა.

    "ლევანდოვსკი ბრაზდება, როცა ის ბურთს ვერ იღებს.

    ამაზე "ბაიერნშიც" გვისაუბრია. იგი ბურთს საჯარიმოსთან ახლოს ითხოვს. სწორედ ამ დროს ხდება ძლიერი. თუ ამ ბურთებს არ მიაწვდიან, იგი უმაღლეს დონეზე ვერ იქნება," - თქვა მარტინესმა.

    შეგახსენებთ, რომ რობერტი და ხავიერი "რეკორდმაისტერში" ერთად 2014-2021 წლებში თამაშობდნენ.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ლევანდოვსკის ანგარიშზე 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები