• 07-02-2024
    "საკმარისია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს" - ბალოტელიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
    "საკმარისია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს" - ბალოტელიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

    ერთ-ერთ იტალიურ საფეხბურთო გადაცემაში "ადანა დემირსპორის" ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ სერია ა-ს გასული ტური შეაჯამა.

    იტალიელმა რაღა თქმა უნდა ისაუბრა "ნაპოლისა" და "ვერონას" დაპირისპირებაზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

    ასევე ქართველმა შექმნა სახიფათო მომენტი, სადაც მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მარიომ სწორედ ამაზე ისაუბრა და თქვა, რომ არასწორია:

    "ამ მატჩში ადგილი სრულ აბსურდს ჰქონდა. ვერ ვიჯერებ, რომ კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი არ დანიშნეს. რას აკეთებს ვიდეორეფერი? საკმარისია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ქართველმა ფენომენალური გოლის გატანა მოახერხა, კარისთვის არც კი შეუხედავს. ამიტომ ეს მოქმედება კიდევ უფრო ლამაზი გამოვიდა", - თქვა ბალოტელიმ.

    Facebook კომენტარები