• 07-02-2024
    იტალიელმა ჟურნალისტებმა შეცდომა აღიარეს! - ექსპერტებმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქეს
    იტალიელმა ჟურნალისტებმა შეცდომა აღიარეს! - ექსპერტებმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქეს

    როგორც მოვეხსენებათ, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით უკმაყოფილოები იყვნენ.

    კვარაცხელიას “ვერონასთან” თამაშის შემდეგ მათ თავიანთი სიტყვები უკან წაიღეს:

    “ხვიჩა ძალიან ბევრი ვაკრიტიკეთ იმის გამო, რომ ისეთივე არ იყო, როგორიც გასულ სეზონში. დიახ, ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით. კვარაცხელიას კლასი არსად არ წასულა, ასეთი ფეთქებადი და ბრუტალური კი ამ სეზონში ჯერ არ ყოფილა. ულაპარაკოდ კვარაცხელია ფენომენია”. - განაცხადა ერთ-ერთი ჟურნალისტმა.

    ვეტერანმა ფეხბურთელმა რობერტო სოსამ კი ასეთი სიტყვები თქვა : “კვარაცხელია ფენომენია, თუმცა ნაპოლი მხოლოდ მის იმედზე არ უნდა იყოს. ისინი უნდა ეცადონ, რომ როდესაც ხვიჩას თამაში არ წაუვა განაპირა მცველებმა იჩინონ თავი”.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მე-6 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები