• 07-02-2024
    "ბარსელონამ" კაურო მიტომას დაუმიზნა
    "ბარსელონამ" კაურო მიტომას დაუმიზნა
    Author of the article
    Aa

    ესპანური SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" რადარზე "ბრაიტონის" 26 წლის შემტევი, კაურო მიტომა გამოჩნდა.

    "თოლიების" იაპონელი ვარსკვლავი 50 მილიონ ევროდაა შეფასებული. წყაროს თანახმად, ტრანსფერში "ბლაუგრანამ" შეიძლება ანსუ ფატიც ჩართოს.

    ფატი ახლა სწორედ "ბრაიტონშია" განათხოვრებული. "ფალმერ სთედიუმის" ბინადრებს მისი გამოსყიდვის ოფცია არ აქვთ, თუმცა, ცხადია, თუ მოლაპარაკებები დაიწყება, ანსუმანეს სახელი აუცილებლად გაიჟღერებს.

    მოარული ხმების მიხედვით, 21 წლის ფორვარდს "ბლაუგრანა" ახლა 30 მილიონ ევროდ აფასებს.

    მიმდინარე სეზონში მიტომამ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.


    Facebook კომენტარები