• 08-02-2024
    ნაპოლი საფრთხის წინაშე - მილანთან ორი ფეხბურთელის თამაში საეჭვოა
    ნაპოლი საფრთხის წინაშე - მილანთან ორი ფეხბურთელის თამაში საეჭვოა

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს 24-ე ტურის შეხვედრაში “მილანს” ესტუმრება.

    როგორც ჩანს, “პარტენოპეი” აღნიშნულ შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდება.

    “ნაპოლის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაში პიოტრ ჟიელინსკი და მატეო პოლიტანო ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

    ზემოხსენებულმა ფეხბურთელებლა “ვერონასთან” შეხვედრაში მიიღეს დაზიანება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

    ცნობისთვის, “ნაპოლისა” და “მილანის” დაპირისპირება 11 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები