• 08-02-2024
    “ბარსელონა” ახალგაზრდების დუეტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
    “ბარსელონა” ახალგაზრდების დუეტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მიმდინარე სეზონში არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

    მათ შორის გამოსარჩევია პაუ კუბარსი და ჰექტორ ფორტი, რომლებმაც გულშემატკივრებს საკმაოდ კარგად დაამახსოვრეს თავი.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ზემოხსენებულ ორ მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

    “ლურჯ-ბროწეულისფერები” ელოდებიან, როდესაც მოთამაშეები 18 წლის გახდებიან. ამის შემდეგ კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმება შესაძლებელი იქნება.

    Facebook კომენტარები