• 08-02-2024
    “მან ეს ყველაფერი საკუთარ თავში თავიდან უნდა აღმოაჩინოს” - “მეცის” მწვრთნელმა მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა
    “მან ეს ყველაფერი საკუთარ თავში თავიდან უნდა აღმოაჩინოს” - “მეცის” მწვრთნელმა მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, “აიაქსში” გატარებული უმძიმესი 6 თვის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ “მეცს” დაუბრუნდა და ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება.

    ფრანგული გუნდის თავკაცმა, ლასლო ბოლონიმ მედიის წარმომადგენლებთან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:

    “ჟორჟმა აჩვენა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია და აქვს ეფექტიანობა. ეს ყველაფერი მან საკუთარ თავში თავიდან უნდა აღმოაჩინოს”. - განაცხადა ბოლონიმ.

    ცნობისთვის, მიქაუტაძესა და “მეცს” მომდევნო შეხვედრა 10 თებერვალს “მარსელის” წინააღმდეგ ელით.

    Facebook კომენტარები