• 08-02-2024
    “ტორინოს გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია” - Torino.It-მა საბა საზონოვს სტატია მიუძღვნა
    “ტორინოს გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია” - Torino.It-მა საბა საზონოვს სტატია მიუძღვნა

    როგორც მოგეხსენებათ, “ტორინიმ” სერია ა-ს 23-ე ტურის შედვედრაში შინ “სალერნიტანა” მიიღო, აღნიშნუკი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

    სამწუხაროდ, ბევრი ექსპერტის აზრით ტურინული გუნდის ქართველი მცველი, საბა საზონოვი არცისე დამაჯერებელი იყო.

    აღნიშნული შეხვედრის შემდეგ Torino.it-მა საბას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:

    “დაცვის ცენტრში, შესაძლოა, კვლავ საზონოვმა ითამაშოს. ქართველი ფეხბურთელის მხრიდან სალერნიტანასთან ბევრი უზუსტობა დაფიქსირდა, რამაც ტორინოს გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ასევე ლოვატოსთან კონკურენციის საკითხიც აღსანიშნია. არ არის გამორიცხული, იურიჩმა მას პირველივე წუთებიდან მისცეს შანსი. როდრიგესი ისევ მარცხნიდან უნდა იყოს. შემდეგი ვარჯიშიდან უფრო გასაგები იქნება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ხორვატი მწვრთნელი”. - წერია Torino.It-ის სტატიაში.

    ცნობისთვის, “ტორინოს” მომდევნო შეხვედრა 10 თებერვალს “სასუოლოს” წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები