• 08-02-2024
    ტიაგო ალკანტარა ისევ ტრავმირებულია
    ტიაგო ალკანტარა ისევ ტრავმირებულია
    Author of the article
    Aa

    "ლივერპულის" ესპანელი ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა ისევ დაბრუნებულია.

    ტიაგო მოედანზე კვირას, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გამოჩნდა და ეს მისთვის პირველი მატჩი გახლდათ 2023 წლის აპრილის შემდეგ. ალკანტარა თამაშში ჯო გომესის ნაცვლად ჩაერთო.

    The Athletic-ს თუ დავუჯერებთ, "ემირეიტსზე" ნათამაშები რამდენიმე წუთიც კი საკმარისი გამოდგა, რათა 32 წლის შუახაზელს კუნთზე დისკომფორტი ეგრძნო. ამის შესახებ მან "წითლების" სამედიცინო შტაბსაც შეატყობინა.

    ტიაგომ დამატებითი გამოკვლევა უკვე ჩაიტარა, თუმცა ჯერ მაინც უცნობია, რამდენი ხნით მოუწევს მას უქმობა.

    ალკანტარა მერსესაიდელებს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. კუნთის, ბარძაყის, მუხლისა თუ წვივის პრობლემების გამო, იგი მწყობრში ძალიან იშვიათადაა და "ლივერპულის" მაისურით სულ 98 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. მისი მონაგარი 3 გოლისა და 6 საგოლე გადაცემისგან შედგება.

    აქვე გეტყვით, რომ პირველ ივლისს ტიაგო თავისუფალი აგენტი გახდება.

    Facebook კომენტარები