• 08-02-2024
    ცენტრალური მცველი გარეშე - ნაჩოს თამაში "ჟირონასთან" საეჭვოა
    ცენტრალური მცველი გარეშე - ნაჩოს თამაში "ჟირონასთან" საეჭვოა

    როგორც მოგეხსენებათ, 10 თებრვალს ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის "რეალი" მეორეადგილოსან, "ჟირონას" დაუპირისპირდება.

    გავლენიანი მადრიდული გამოცემა, "Marca" იტყობინება, რომ ამ მატჩში ნაჩო ფერნანდესის თამაში საეჭვოა, როგორც წყარო იტყობიბება 33 წლის ესპანელი გადატვირთულია. 

    ამ დაპირისპირებისთვის "ბლანკოსს" ასევე ანტონიო რუდიგერი აკლია. დაცვის ცენტრის დუეტი კი ამ ორ ფეხბურთელზე დგას. 

    სავარაუდოა, რომ კატალონიელების წინააღმდეგ სამეფო კლუბს ნომინალური ცენტრალური მცველი არ ეყოლება. 

    ასევე იწერება, რომ კარლო ანჩელოტი "ჟირონას" წინააღმდეგ დაცვის ცენტრში აურელიან ჩუამენისა და დანი კარვახალის განწესებას აპირებს.

    Facebook კომენტარები