• 09-02-2024
    “მის გამო მნიშველოვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ ვაპირებ” - დეკომ მბაპეზე ისაუბრა
    “მის გამო მნიშველოვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ ვაპირებ” - დეკომ მბაპეზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომ კატალონიის “ბარსელონა” კილიან მბაპეს შეძენას გეგმავს.

    გუნდის დირექტორმა, დეკომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

    “მბაპეს გამო არაუხოსა და დე იონგის გაყიდვა? მე არ ვიცი მბაპე სად წავა, მაგრამ მე მის გამო არც არაუხოს და არც დე იონგის გაყიდვას ვაპირებ.

    ჩვენ გვინდა, რომ გუნდი გავაძლიეროთ და არა შევასუსტოთ”. - განაცხადა დეკომ.

    შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მბაპეს ტრანსფერი ძალიან რთული წარმოსადგენი იქნება.

    Facebook კომენტარები