• 08-02-2024
    კუნდეს შეიძლება წასვლა მოუნდეს - "ბარსელონას" პოზიცია
    კუნდეს შეიძლება წასვლა მოუნდეს - "ბარსელონას" პოზიცია
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ჟიულ კუნდეს შეიძლება გუნდიდან წასვლა მოუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    კატალონიურ გრანდში დაცვის ცენტრში კვლავ რონალდ არაუხოსა და ანდრეას კრისტენსენის დუეტს მოიაზრებენ, კუნდეს კი ისევ მარჯვენა მცველად მოუწევს თამაში, რაც ფრანგ ფეხბურთელს ძალიან არ მოსწონს. სწორედ ეს აფიქრებთ "ბარსაში", რომ ჟიულმა შესაძლოა ისეთ კლუბში გადაბარგებაზე იფიქრონ, სადაც თავისთვის კომფორტულ პოზიციაზე დააყენებენ.

    კუნდესთვის დიდად სასარგებლო არც სამომავლო პერსპექტივაა, რადგან "ბლაუგრანა" მომავლის დაცვის ცენტრად რონალდ არაუხოსა და პაუ კუბარსის განიხილავს.

    კლუბში სჯერათ, რომ არაუხო & კუბარსის დუეტი სასტარტო შემადგენლობისთვის მზად ორ წელზე ნაკლებ დროში იქნება, ამის შემდეგ კი ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.

    არაუხოს 17 წლის მცველისთვის გამოცდილებისა და ლიდერული უნარების გაზიარება შეეძლება. ეს დუეტი "ბარსასთვის" კარლეს პუიოლისა და ჟერარ პიკეს პარტნიორობის გაგრძელება უნდა იყოს - ხასიათთან, სისწრაფესთან და აგრესიასთან შერწყმული ხედვა და ბურთის კონტროლი.

    რაც შეეხება ჟიულს, მისი სავარაუდო მსურველების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.

    Facebook კომენტარები