• 08-02-2024
    "ბარსელონა" "ზენიტს" სასამართლოში უჩივის
    "ბარსელონა" "ზენიტს" სასამართლოში უჩივის
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონამ" სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასამართლოში უჩივლა, - იუწყება SPORT.

    კატალონიური გრანდი რუსული კლუბისგან 490 ათას ევროს ითხოვს. ეს თანხა კლუბს მალკომის ტრანსფერიდან ბონუსის სახით უნდა მიეღო, თუმცა "ზენიტს" აღებული ვალდებულება არ შეუსრულებია.

    სანქტ-პეტერბურგელებს "ბარსასთვის" გარკვეული თანხა უნდა გადაერიცხათ ყოველ ჯერზე, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდა და მალკომი მატჩების ნახევარში მაინც მიიღებდა მონაწილეობას. ფიფამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსული კლუბების უეფას ტურნირებიდან მოკვეთის გამო "ზენიტს" ამ თანხის გადახდა აღარ ეკისრებოდა, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამ ვერდიქტზე დათანხმებას არ აპირებენ.

    საქმე ახლა სპორტულ არბიტრაჟშია წაღებული, მოსმენა კი 22 მარტსაა ჩანიშნული.

    შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი "ბარსელონამ" "ზენიტში" 2019 წლის ზაფხულში, 41 მილიონ ევროდ გაყიდა. "ცისფრების" მაისურით ჩატარებულ 109 მატჩში მალკომმა 42 გოლი და 24 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები