• 08-02-2024
    "ბარსელონელებს" ოლიმპიადაზე უხმობენ
    "ბარსელონელებს" ოლიმპიადაზე უხმობენ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელია, რომელსაც პარიზი მასპინძლობს. ივლისამდე დიდი დროა, თუმცა ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მონაწილეებზე საუბარი უკვე დაწყებულია.

    Relevo-ს ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადაზე ვიხილავთ "ბარსელონას" 23 წლის თავდამსხმელს, ფერან ტორესს.

    ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფერანს სთხოვა, ევრო 2024-ის შემდეგ ძალები ოლიმპიადაზეც გამოეცადა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

    წყაროს თანახმად, პარიზში ესპანეთის ღირსება შეიძლება "ბლაუგრანას" ბევრმა მოთამაშემ დაიცვას: პედრიმ, პაბლო გავიმ, ლამინ იამალმა, ფერმინ ლოპესმა, ალეხანდრო ბალდემ, ერიკ გარსიამ...

    იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის სურვილს გამოამჟღავნებს, კლუბს არ აქვს უფლება, რომ ეს აუკრძალოს.

    შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

    Facebook კომენტარები