• 08-02-2024
    მბაპე დე იონგის და არაუხოს ნაცვლად - "ბარსას" ფანების აზრი
    მბაპე დე იონგის და არაუხოს ნაცვლად - "ბარსას" ფანების აზრი
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ განაცხადა, რომ გუნდში კილიან მბაპეს მოსაყვანად ფრენკი დე იონგსა და რონალდ არაუხოს არ გაყიდდა, რადგან ეს შემადგენლობას მხოლოდ დაასუსტებდა.

    ესპანურმა SPORT-მა ამაზე "ბლაუგრანას" ქომაგების აზრის გარკვევა მოინდომა.

    გამოკითხულთა 58% თანახმაა, რომ კატალონიელებმა დე იონგი და არაუხო გაყიდონ, მიღებული თანხა კი კილიანს დაახარჯონ. საპირისპირო აზრზეა 42%-ია.

    ცხადია, 25 წლის ფრანგის "ბარსაში" გადაბარგება ფანტასტიკის სფეროა. უდიდესი ალბათობით, ზაფხულში იგი "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში კილიანის მონაგარი 30 გოლი და 7 ასისტია.

    Facebook კომენტარები