• 08-02-2024
    "ბაიერნი" კიმიხს მხოლოდ არაუხოს გამო შეელევა
    "ბაიერნი" კიმიხს მხოლოდ არაუხოს გამო შეელევა
    Author of the article
    Aa

    საყრდენის პოზიციაზე "ბარსელონას" საოცნებო სამიზნეები როდრი და იოზუა კიმიხი არიან, - იუწყება SPORT. სხვათა შორის, ეს ორი ფეხბურთელი ბოლო ინტერვიუში "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმაც ახსენა.

    როდრის "სიტიდან" წამოყვანა რომ ფანტასტიკის სფეროა, ეს კატალონიაში შესანიშნავად მოეხსენებათ.

    სწორედ ამიტომ, "ლურჯ-ბროწეულისფერთაა" აქცენტი უფრო კიმიხზეა გაკეთებული.

    SPORT-ის თქმით, "ბაიერნი" კიმიხს არ გაყიდის, თუ კატალონიური გრანდი ტრანსფერში რონალდ არაუხოს ჩართავს. ცენტრალური მცველი "ბლაუგრანასთვის" ხელშეუხებლად განიხილება, რაც ამ ტრანსფერის ამგვარი ფორმით განხორციელების შანსს ამცირებს.

    "ბარსელონაში" ახლა იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ იოზუა "რეკორდმაისტერს" ესპანეთში გაშვებას პირდაპირ მოსთხოვს.

    Facebook კომენტარები