• 09-02-2024
    "სანიოლის ხელში ნაკრების თამაშის სტილი არ მომწონს" - დემჩენკომ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
    "სანიოლის ხელში ნაკრების თამაშის სტილი არ მომწონს" - დემჩენკომ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

    ბათუმის "დინამოს" უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე დემჩენკომ ერთა ლიგის წულისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა. 

    უკრაინელმა საქართველოს ნაკრები მიმოიხილა და ვილი სანიოლს თამაშის სქემა დაუწუნა: 

    "არ მომწონს, თუ რა გზით ათამაშებს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს. ამით ამტკიცებს, რომ ნელი გუნდი ჰყავს, არადა შემადგენლობაში ჰყავს კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, გოჩოლეიშვილი და აზაროვი" 

    "საქართველოს ნაკრების პრობლემა დაცვის ცენტრალური ხაზის ნელი მოქმედებებია. კვერკველია და კაშია 30 წელზე მეტის არიან, უკრაინას ამით სარგებლობა შეუძლია" 

    "საქართველოს ნაკრების ახლანდელი თაობა გამორჩეულია, ამიტომ გაუგებარია ჩემთვის, რატომ ირჩევს ვილი სანიოლი თამაშს ყრუ დაცვიდან. უკრაინას ინდივიდუალურად ძლიერები მოთამაშეები ჰყავს და საქართველო ბევრ პრობლემას ვერ შეგვიქმნის, მათი დამარცხება შეგვიძლია" - განაცხადა უკრაინელმა სპეციალისტმა.

    Facebook კომენტარები