• 09-02-2024
    "ბარსელონა" დე იონგს ყიდის - "ჩელსი" 100 მილიონს ჩამოვა
    "ბარსელონა" დე იონგს ყიდის - "ჩელსი" 100 მილიონს ჩამოვა

    "ბარსელონას" სპორტული დეპარტამენტი ფრენკი დე იონგის გაყიდვას მიესალმება. საკითხი ღიაა, - იუწყება Relevo.

    წყაროს თანახმად, ნიდერლანდელი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" დატოვებასთან ასე ახლოს აქამდე არასდროს ყოფილა. ამ ზაფხულს კატალონიური გრანდი ფეხბურთელების გასაყიდად და ანგარიშების დასაბალანსებლად გამოიყენებს, 26 წლის შუახაზელი კი გასაყიდთა სიაში პირველია.

    "სამსხვერპლო ნუსხაში" ფრენკის პირველობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ კლუბში მისი თამაშით ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, ხელფასის სახით კი იგი ძალიან დიდ თანხას იღებს. მაგალითისთვის, მიმდინარე სეზონში დე იონგი 24.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (გადავადებული ანაზღაურების გათვალისწინებით).

    Relevo-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსადან" წასვლას მწვანე შუქი თავად ფრენკიმაც აუნთო.

    ნიდერლანდელი ვარსკვლავის მსურველების შესახებ SPORT წერს, რომლის მიხედვითაც, "ბარსას" ნახევარმცველს "ჩელსი", "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უმიზნებენ. "არისტოკრატები" უკვე მზად არიან, რომ კატალონიურ გრანდს 100 მილიონი ევრო გადაუხადონ.

    SPORT-ის თქმით, დე იონგს წასვლასთან აახლოვებს ისიც, რომ მისი ბანაკი "ბარსელონასთან" კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებაზე თანხმობას არ აცხადებს. ამ ოპერაციით "ბარსა" ფრენკის ხელფასის დარეგულირებას იმედოვნებდა, მოთამაშის უარი კი კლუბს მის გაყიდვას აიძულებს.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში ფრენკიმ 1 გოლი შეაგდო.

    Facebook კომენტარები