• 09-02-2024
    ლაპორტას კონსეისაუს "ბარსაში" დანიშვნა არ უნდა
    ლაპორტას კონსეისაუს "ბარსაში" დანიშვნა არ უნდა
    Author of the article
    Aa

    SPORT-ის ჟურნალისტი, ფერან კორეირა ირწმუნება, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა რიცხვი ერთით შემცირდა.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას არ სურს, გუნდი სერჟიო კონსეისაუს ჩააბაროს. ამის შესახებ მან კონსეისაუს აგენტსა და თავის ძველ მეგობარს, ჟორჟე მენდეშსაც შეატყობინა.

    ლაპორტას უარის მიზეზი ის გახლავთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი "პორტუს" კლასიკური 442 ფორმაციით ათამაშებს - დაცვის ხაზში 4 ფეხბურთელი და წინ 2 თავდამსხმელი. ჟოანს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ტაქტიკურ სქემად ისევ 433-ის დარჩენა უნდა.

    მართალია, ხანდახან ჩავიც კი მიმართავდა 442-ს, თუმცა ძირითად განლაგებად მაინც 433 ითვლებოდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამ მოცემულობის შეცვლას არ გაუშვებს.

    არადა, 49 წლის მწვრთნელის გადაბირება კლუბისთვის დამატებით ხარჯებთანაც არ იქნებოდა დაკავშირებული, რადგან მას "პორტუსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

    Facebook კომენტარები