• 09-02-2024
    "მსაჯმა ეს მითხრა" - როკე გაძევების ეპიზოდს იხსენებს
    "მსაჯმა ეს მითხრა" - როკე გაძევების ეპიზოდს იხსენებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ვიტორ როკემ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში იმ წითელი ბარათის შესახებ ისაუბრა, რომელიც "ალავესთან" მატჩში მიიღო.

    "ვფიქრობ, ყვითელი ბარათი უსამართლო იყო. სულ მცირე, მეორე მაინც. ახლა კი დისკვალიფიკაცია უნდა მოვიხადო. ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა, კლუბმა კი მისი გასაჩივრება ყველანაირად სცადა. არჩევანი არ მაქვს.

    თავიდან ვერაფერი გავიგე. მცველი ჩემი მიმართულებით ფეხით წამოვიდა, ხოლო მე შეჯახების არიდებას ვეცადე, რათა არ დამეზიანებინა, მაგრამ ფეხბურთელმა ყვირილი დაიწყო, მე კი წითელი მიჩვენეს. გაოცებული ვიყავი.

    მთავარ მსაჯს გადაწყვეტილების ახსნა ვთხოვე, მან კი მითხრა, რომ აქ ბრაზილია არ იყო. ის იმეორებდა, რომ ბრაზილიაში აღარ ვიყავი და მისი გადაწყვეტილებისთვის პატივი უნდა მეცა და მოედნიდან გავსულიყავი," - იხსენებს როკე.

    შეგახსენებთ, რომ ვიტორმა "ალავესთან" მატჩში ჯერ გოლი გაიტანა, მერე კი ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

    როკეს გაძევება "ბარსამ" უშედეგოდ გაასაჩივრა. 18 წლის თავდამსხმელს "გრანადასთან", 11 თებერვალს გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

    Facebook კომენტარები