• 10-02-2024
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა “ზალსბურგის” წინააღმდეგ
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა “ზალსბურგის” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” 27 წლოს ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში “ზალსბურგის” წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

    შეხვედრა 1:1 დასრულდა და ოთარის გოლით კრისტიან ილცერის გუნდმა ქულა მოიპოვა.

    საგულისხმოა, რომ გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით, ქართველმა ნახევარმცველმა 7.6 შეფასება მიიღო, რაც თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

    ცნობისთვის, კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-4 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები