• 10-02-2024
    “ბარსელონა” დიონ ლოპის არ ეშვება
    “ბარსელონა” დიონ ლოპის არ ეშვება

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა სენეგალელი ფეხბურთელი, დიონ ლოპი მიმდინარე სეზონში “ალმერიას” მაისურით ბრწყინვალედ ასპარეზობს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 22 წლის ფეხბურთელის შეძენა ვერ მოახერხა. 

    ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ “ალმერია” ფეხბურთელს 12 მილიონ ევროდ აფასებდა, რაც “ბლაუგრანასთვის” საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ.

    როგორც ირკვევა, “ლურჯ-ბროწეულისფერები” დანებებას არ აპირებენ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ლოპის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.

    Facebook კომენტარები