• 10-02-2024
    “თოფურიას კონორ მაკრეგორს ვამსგავსებ” - დანიელ კორმიე
    “თოფურიას კონორ მაკრეგორს ვამსგავსებ” - დანიელ კორმიე

    როგორც მოგეხსენებათ, უფრო და უფრო ახლოვდება 17 თებერვალი, სადაც UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან.

    UFC-ის ლეგენდარულმა სპორტსმენმა, დანიელ კორმიემ (DC) ილია თოფურია კონორ მაკრეგორს შეადარა:

    “ილია თოფურია კონორ მაკრეგორს მახსენებს, რომელსაც ალდოს წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მაკრეგორი გამარჯვებაში გვაწრმუნებდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ვრწმუნდებოდით, რომ ისეთი ვარსკვლავი გახდებოდა, როგორიც UFC-ში არავინ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ილია მსგავსი ტრამპლინისთვის ემზადება და თუ პირობა შეასრულა, ანალოგიურ წარმატებას მიაღწევს”. - განაცხადა კორმიემ.

    ცნობისთვის, UFC 298-ზე კიდევ ერთი ქართველის, მერაბ დვალიშვილის ბრძოლაც შედგება, რომელიც ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები