• 10-02-2024
    MD: "ბარსა" დე იონგზე გავრცელებულმა ცნობებმა გააკვირვა
    MD: "ბარსა" დე იონგზე გავრცელებულმა ცნობებმა გააკვირვა
    ავტორი
    Aa

    ჟურნალისტმა ლუის კანუტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გაყიდვა სურს და გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

    Relevo-ს ცნობების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნო" 26 წლის ფეხბუთელის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილნი არ იყვნენ, მისი ხელფასი კი კლუბისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ფრენკის გასხვისება კლუბისგან ლოგიკური ქმედება უნდა იყოს.

    არადა, Mundo Deportivo განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის.

    კატალონიური გამოცემის მიხედვით, "ბარსაში" ძალიან გაუკვირდათ კანუტისგან იმის გაგება, რომ დე იონგს წასვლა უნდა.

    როგორც ირკვევა, დეკუმ ნიდერლანდელს კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ კიდევ 3 თვის წინ შესთავაზა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. კლუბი ახლაც მოლოდინის რეჟიმშია.

    შეგახსენებთ, რომ დე იონგის მსურველებად "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "პარი სენ ჟერმენი" სახელდებიან. SPORT-ის მიხედვით, "არისტოკრატები" მასში 100 მილიონი ევროს გადასახდელადაც არიან მზად.

    Facebook კომენტარები